ჩვენი ისტორია
Velvet & Vivid შეიქმნა მარტივი სურვილით - ბავშვებისთვის ტანსაცმლის შერჩევა სახალისო და უნიკალურ გამოცდილებად გვექცია. ბრენდი ორმა დედამ შევქმენით, რომლებსაც მშობლობის გამოცდილებით კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი, კომფორტი და ინდივიდუალურობა, რაც ბავშვობის ჯადოსნურ პერიოდს ეხმიანება. სწორედ ამიტომ შევქმენით ონლაინ სივრცე, სადაც აღმოაჩენთ ფერად, მდგრად და მაღალი ხარისხის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და საძინებლის ტექსტილს. თითოეული ნივთი სიყვარულითა და ზრუნვით არის შერჩეული, რათა თქვენი პატარებისთვის ყოველდღიური მომენტები უფრო ხალისიანი და კომფორტული გავხადოთ.
ჩვენი დაპირება
✨ ხარისხი და კომფორტი
ჩვენ გვჯერა, რომ ტანსაცმელი ბავშვებს თავისუფლად მოძრაობისა და საკუთარი თავის თავდაჯერებით გამოხატვის საშუალებას უნდა აძლევდეს. ჩვენი კოლექციის თითოეული ნივთი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, რაც განსაკუთრებულ კომფორტსა და გამძლეობას უზრუნველყოფს.
🎨 ფერადი და უნიკალური
ჩვენი ბრენდის სახელი Velvet & Vivid სიმბოლურად ასახავს ხავერდის დახვეწილობასა და ხარისხს და ბავშვობის ხალისიან, ნათელ სულს. ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ექსკლუზიურ ბრენდებთან ავსტრალიიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან, რათა წარმოგიდგინოთ უნიკალური სტილები, რომლებიც აქამდე საქართველოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
🚚 ექსპრეს მიწოდება
ჩვენ ვიცით, რამდენად ძვირფასია თქვენი დრო, ამიტომ გთავაზობთ ექსპრეს მიწოდებას ორ საათში, რათა თავიდან აიცილოთ საცობები და დაბადების დღის წვეულებაზე დროულად მიხვიდეთ იდეალური საჩუქრით ხელში.
💙 სოციალური პასუხისმგებლობა
Velvet & Vivid-ისთვის დადებითი გავლენის მოხდენა მნიშვნელოვანია. ყოველი შენაძენიდან 2% გადაირიცხება ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდასაჭერ ინიციატივებში. ეს ჩვენი გზაა, თქვენთან ერთად ვიზრუნოთ იმ ბავშვების კეთილდღეობაზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ჩვენი მისწრაფება
ჩვენ შთაგონებულები ვართ ბავშვების თავგადასავლებისკენ სწრაფვითა და მათი ხალისიანი ბუნებით, და გვჯერა, რომ ტანსაცმელი უნდა იყოს მათი პიროვნების გაგრძელება, ისეთი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამოირჩეოდნენ და საკუთარი ინდივიდუალურობა გამოხატონ.
შემოუერთდით Velvet & Vivid-ის ოჯახს
აღმოაჩინეთ ნათელი ფერების, გამორჩეული სტილისა და უმაღლესი ხარისხის სამყარო. ჩვენი ტანსაცმელი არა მხოლოდ ყოველდღიური ნივთებია – ეს ბავშვობის ნათელი და კაშკაშა ბუნების გამოხატულებაა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გულდასმით შერჩეული.
შეიძინეთ ჩვენი კოლექცია და აღმოაჩინეთ ჯადოსნური სამყარო!